პროექტის სახელწოდება:საქართველოს გაქრისტიანება
პროექტზე მისაღწევი შედეგები:ა)აანალიზებს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქართულისახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე ბ)იკვლევს საქართველოში არსებულ რელიგიებს გ)აანალიზებს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების მნიშვნელობას
პროექტის მიზნები:შემეცნებითი:ა)მე–4 საუკუნეში მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკური ცვლილებებისა და ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკის გაცნობა.ბ)ქრისტიანობის ლეგალიზაციისა და ქართლში მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიის შესწავლა განმავითარებელი:შემდეგი სპეციფიური და ზოგადი უნარ–ჩვევების გამომუშავება:ა)წყაროების კლასიფიკაციის და ანალიზის უნარი ბ)საგარეო პოლიტიკური ვითარების მნიშვნელობის გააზრების უნარი გ)საგარეო და საშინაო პოლიტიკას შორის კავშირების დადგენის უნარი დ)თანამშრომლობის უნარი ე)მსჯელობის და პრეზენტაციის უნარი რესურსები:სახელმძღვანელო,რუკა,თაბახის ფურცლები,მარკერი. პროექტის მსვლელობა:I ეტაპი:(10 წთ) საშინაო დავალების პრეზენტაცია რის შემდეგაც იკვეთება ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკური ვითარებისა და საგარეო პოლიტიკის არჩევანის პრობლემა.იქმნება საფუძველი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სიღრმისეული ანალიზისათვის. II ეტაპი:(20 წთ) აქტივობა 1)მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს მილანის ედიქტის ნაწყვეტს და უსვამს სახელმძღვანელოში მოცემულ „ღია კითხვებს“. (მოსწავლეთა ორგანიზება: მთელი კლასი). აქტივობა 2)“ვიცი, მინდა ვიცოდე ,ვისწავლე“თემაზე:ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში.მოსწავლეები ავსებენ I , II გრაფებს
მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები ინდივიდუალურად ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ წყაროებს, მარკერის საშუალებით აღნიშნავენ მათთვის მნიშვნელოვან და ახალ ინფორმაციას.წყაროების დამუშავების შემდეგ მოსწავლეები მსჯელობენ ტექსტში მოცემულ კითხვებსა და დავალებაზე(2) შემდეგ ივსება მე–3 გრაფაც.III ეტაპი(10 წთ)მასალის შეჯამება,საშინაო დავალების მიცემა–ჩანიშვნა. შეფასება
პროექტის მონაწილეთა ასაკი: 14 წ.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათელა სისაური
ელ–ფოსტა:natelasisauri@gmail.ge
No comments:
Post a Comment